Wednesday, May 23, 2012

გელათის აკადემია

                                                    გელათის აკადემია


   გელათის აკადემია იყო ქართული სამეცნიერო - პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ ოიანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. გელათის აკადემიაში ისწავლებოდა გეომეტრია, არითმეტიკა, რიტორიკა, მუსიკა, ფილოსოფია, გრამატიკა და ასტრონომია.
  არსენ იყალთოელი  XI- XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი ჰიმნოგრაფი წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება ბიზანტიაში მიიღო. მისი მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80 - იან წლებში წავიდა შავ მთაზე, სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭიძესთან ერთად. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად დავით აღმაშენებლის დახმარებით მას იყალთოს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა.

 რუკა - არსენ იყალთოელი  

როგორც ზემოთ აღვნიშნე არსენ იყალთოელმა ბიზანტიაში მიიღო განათლება. ასევე იოანე პეტრიწმაც. ეს გახლავთ რუკა რომელზეც წარმოდგენილია გზა "ბიზანტიიდან" გელათის ტაძრამდე.  რუკა

გამოყენებული ლიტერატურა: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.
გამოყენებული ლიტერატურა


No comments:

Post a Comment